ალფრედ ჰიჩკოკი – „ეპიზოდი”
ინგლისური წარმომავლობის მქონე საყოველთაოდ ცნობილი ამერიკელი კინორეჟისორი - ალფრედ ჰიჩკოკი (1899-1980 წლები) მეგობრების სიმრავლით არასოდეს არ იკვეხნიდა, რადგან მის უხიაგ ხასიათს, უცნაურ თვისებებსა და ბოროტ ხუმრობებს ადამიანები მუდმივად გაურბოდნენ თავის არიდების მიზნით. (ავტორი გენია.ჯი) „დიდ მისტიფიკატორად” წოდებულ კინოხელოვანს განსაკუთრებულ ვნებას ანიჭებდა გარშემომყოფი ადამიანების ინსტიქტებსა და შიშებზე დაკვირვება. აღმოჩენილ უარყოფით ინსტიქტებსა და შიშებს კი იგი შემდგომ მასხრად იგდებდა ხოლმე. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ბაშვების მოძულე ჰიჩკოკი სხვათა დამცირების მოყვარულ პერსონას წარმოადგენდა. ცნობილია, რომ მან რამდენიმეჯერ მიიწვია სახლში არისტოკრატული ბოჰემის სახელოვანი წარმომადგენლები, რომელთაც შემდგომ ისეთი არასასიამოვნო გარემო შეუქმნა სპეციალურად, რომ სტუმრები იძულებული იყვნენ თავქუდმოგლეჯილებს დაეტოვებინათ იქაურობა. ამ მეთოდით იგი მათ დამცირებას ცდილობდა და გამოსდიოდა კიდეც.
ბოროტი ხუმრობები ალფრედის ბუნების ერთ-ერთ დახასიათებელ თვისებად იყო ქცეული. ერთხელ მან შეიტყო, რომ მის ფილმში მოთამაშე ერთ-ერთ მსახიობ ქალს საშინლად სძულდა შებოლილი თევზის სუნი. ამიტომაც მან მის მისამართზე გაგზავნა რამდენიმე ათეული შებოლილი თევზი, რამაც ადრესატი ნერვულ შეტევემდე მიიყვანა. იმ ნაცნობებს კი, რომლებიც ვიწრო ბინებში ცხოვრობდნენ, „საჩუქრის” სახით სპეციალურად უძღვნიდა უზარმაზარ საყოფაცხოვრებო ნივთებს (კარადებს, მაგიდებს, სავარძლებს…). შემდგომ კი დაბნეული დასაჩუქრებულებულების მოქმედებას აკვირდებოდა, რომელთაც არ იცოდნენ, როგორ მოეთავსებინათ თავიანთ ვიწრო ბინებში ეგზომ დიდი ნივთები.
ალფრედ ჰიჩკოკი დიდი სიამოვნებით დასცინოდა ყველას გარდა ერთი ადამიანისა. ეს ერთი ადამიანი გახლდათ მონაკოს პრინცესად ქცეული ულამაზესი ამერიკელი მსახიობი ქალი – გრეის კელი. მისი გამოჩენის შემთხვევაში, სკანდალური გამოხდომებით ცნობილი კინორეჟისორი არასოდეს აძლევდა თავს უფლებას ბოროტად ეხუმრა ან მისთვის დამახასიათებელი უხიაგი საქციელი გამოემჟღავნებინა. გრეის კელი ჰიჩკოკისათვის წარმოადგენდა იმ იდეალს, რომლის წინაშეც მუხლმოყრა მართლაც რომ ღირდა. სხვა ადამიანებს კი, რომლებსაც ალფრედის გვერდით უხდებოდათ ცხოვრება, მისი მხრიდან მოსალოდნელი ახალი პროვოკაციის მუდმივი შიშის ქვეშ უხდებოდათ ცხოვრება. პროვოკაციისა, რომლის მასშტაბები და შედეგების წარმოდგენა არავის შეეძლო. – (ავტორი გენია.ჯი)
გრეის კელი