ივანე კრილოვი – „ეპიზოდი”

ცნობილ რუს მეიგავესა და პუბლიცისტს – ივანე კრილოვს (1769-1844 წლები), ნუდიზმისკენ მიდრეკილება გააჩნდა. ამიტომაც გადიოდა ხშირად საკუთარი სახლის აივანზე დედიშობილა. განსაკუთრებით თბილ, მზიან დღეებში. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ დროს კრილოვის შიშვლად ხილვა შესაძლებელი იყო როგორც აივანზე, ასევე ღია ფანჯრების ფონზეც. ერთხელ რუსი ლიტერატორი აივანზე „ჩვეულ ფორმაში” გავიდა და ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. ამ ფაქტმა გამვლელთა მხრიდან არა მარტო ყურადღება მიიპყრო, არამედ უკიდურესად გააოგნა კიდეც ისინი.

ნუდისტურ გამოხდომებს ივანე არც სტუმრად ყოფნის შემთხვევაში ერიდებოდა. ცნობილია, რომ თავის ერთ-ერთ მეგობართან, გვარად ტატიშევთან სტუმრობის ჟამს, მეიგავე ბუნების წიაღში სრულიდ შიშველი გაემგზავრა.

აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კრილოვი ერთობ მსუქანი კაცი იყო (გააჩნდა დიდი ღიპი). გარდა ამისა, იშვიათად იპარსავდა წვერს და კიდევ უფრო იშვიათად ივარცხნიდა თმას. ყოველივე ამის ფონზე, ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა „შთამბეჭდავი” სანახაობა წარმოუდგებოდა თვალწინ ასეთ შემთხვევაში ადამიანს! – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>