„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ქვეყნის მთავარ სატკივარს დღემდე ვერავინ უშველა: ხალხს კუჭი ვერ ამოუძღო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ უკან არ მოიხედე, წინა კაცის ნავალი არ გაითვალისწინე, წინ წასვლა გაგიჭირდება”.

* * *

„თუ მართლის თქმას გადავწყვეტთ, ყველას მიმართ მართალი ვიყოთ”.

* * *

„არ გამოდგა საერთო გობში ხელის ფათურის წესი. იმიტომ რომ ზოგს დიდი პეშვი აღმოაჩნდა და ზოგს პატარა”.

* * *

„ნათქვამია, ვისაც მე ვუნდივარ, ჩემი ობლებიც უნდა უნდოდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხალხის ყბაში ჩავარდნას სიკვდილი გერჩიოს”.

* * *

„სიკეთეს ფასი მხოლოდ მაშინ ეკარგება, როცა კაცობრიობის აღასრულია მოახლოვებული…”

* * *

„კატის თამაში თაგვისთვის სულთაბრძოლააო”.

* * *

„შეიძლება ადამიანის ბუნება შენ წინ გადაიშალოს, მაგრამ თუ არ გაგაჩნია დანახვის უნარი, ვერაფერს გაიგებ”.

* * *

„ადამიანთა მეტი წილი საუბარში სიამოვნებასაც პოულობს და ისვენებს კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება