რაფაელი – „ეპიზოდი”

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ურბინოელი გენიოსი – რაფაელ სანტი (1483-1520 წლები), საღ აზროვნებას ინარჩუნებდა გარდაცვალების უკანასკნელ წუთებამდე. იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც მალარიისაგან გატანჯულმა ფერმწერმა სული განუტევა, რომი საშინელმა ჭექა-ქუხილმა შესძრა. სტიქიამ „მარადიულ ქალაქში” ნამდვილი წარღვნის სახე მიიღო. საშინელი სიმძლავრის მქონე ქარიშხალმა სახლებს არა მხოლოდ მინები ჩაუმსხვრია, არამედ სახურავებიც კი წამოხადა. მდინარე ტიბრი ადიდა და სანაპიროები დატბორა. ყველასათვის მოულოდნელად, დილით ქარიშხალი ჩადგა და ნათელმა, მზიანმა დილამ მოიცვა ქალაქი. ქალაქი, რომელსაც უკვე დაეკარგა უმბრიული სამხატვრო სკოლის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ხელოვანი. ბედის ირონიით, იგი სწორედ იმ რიცხვსა და თვეში გარდაიცვალა (1520 წლის 6 აპრილი), რა რიცხვსა და თვეშიც მოევლინა ოდესღაც ქვეყნიერებას.

რაფაელის დაკრძალვას პანთეონში ხალხის უზარმაზარი მასა დაესწრო. როგორც ჩანს, მისმა გარდაცვალებამ იმდენად იმოქმედა ტემპერამენტიანი რომაელი ხალხის გრძნობებზე, რომ საყვარელი მხატვარი ტაშის ფონზე ჩააცილეს სამარეში. საყურადღებოა, რომ ასეთი პატივი 37 წლის ასაკში აღსრულებულ რაფაელამდე არც ერთ სახელოვან რომაელს არ ღირსებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>