სომერსეტ მოემი წერდა…
„სიცოცხლე ყოველთვის ძალიან მოკლე მეჩვენებოდა და არ მემეტებოდა ისეთ რამეში მეხარჯა დრო, რაც შეიძლებოდა სხვას გაეკეთებინა ჩემთვის ფულით”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარმატება ადამიანის ხასიათს აუმჯობესებს, მაგრამ ყოველთვის როდი ასწორებს”.
* * *
„თუ მართალია, რომ ერთის ბედნიერება მეორის უბედურებაზე უნდა აიგოს, მაშინ უფრო მეტიცაა მოსალოდნელი”.
* * *
„აზრი კაცის პირადი საქმეა. იგი მიზეზის პირმშოა”.
* * *
„ფრანგული ყველა განათლებული კაცის ენაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთელი სიცოცხლე რომ მოანდომო, სხვა ქვეყნის ენას სრულყოფილად მაინც ვერ შეისწავლი. ვერასდროს გაუგებ მის ხალხსა და ლიტერატურას სრული უშუალობით, რადგან ხალხიც და ლიტერატურაც, რომელიც მისი გამოხატულებაა, წარმოიქმნება არა მხოლოდ საქმეებისაგან, რომელსაც ხალხი სჩადის, ან სიტყვებისგან, რომელთაც ის იყენებს, არამედ მემკვიდრეობითი ინსტიქტებისგან, გრძნობათა ჩრდილებისგან, რომელიც მათ დედის რძესთან ერთად შეითვისეს, და ურთიერთობისაგან, რომელსაც უცხოელი ვერასოდეს ჩასწვდება ბოლომდე”.
* * *
„ათასი წიგნის წაკითხვას ისეთივე ფასი აქვს, როგორც ათასი მინდვრის გადახნას”.
* * *
„ასე მგონია, გენიალობა არის შემოქმედის ბუნებრივი ნიჭის შეერთება ისეთ განსაკუთრებულ თვისებებთან, რომლებიც მათ პატრონს ქვეყანას თავისებურად დაანახვებენ და თანაც ისე ფართოდ, რომ ვიღაც ერთ ან მეორე კაცს კი არ ესმოდეს მხოლოდ მისი, არამედ მთელ კაცობრიობას”.
* * *
„ანატომიის გაკვეთილი გვასწავლის: არაფერია ისე იშვიათი, როგორც ნორმალური”.
* * *
„ბუნებრივი ეგოიზმი გვაიძულებს ხალხი განვსაჯოთ ჩვენდამი მათი დამოკიდებულების მიხედვით”. – (ავტორი გენია.ჯი)