„ექიმი აიბოლიტი” – (ეპიზოდი)
პოპულარული პროზაული ნაწარმოები – „ექიმი აიბოლიტი” ცნობილმა რუსმა მწერალმა – კორნეი ჩუკოვსკიმ პირველად 1936 წელს გამოაქვეყნა. აღნიშნული ლიტერატურული ქმნილება, რომლის პერსონაჟმაც მოგვიანებით საყოველთაოდ გაითქვა სახელი, ავტორმა თავის უმცროს ქალიშვილს – მარია ჩუკოვსკაიას მიუძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) მწერალს ოთხი შვილი – 2 ვაჟი და 2 ქალიშვილი ჰყავდა, რომელთა უმეტესობის ბედი ტრაგიკულად წარიმართა. ტრაგიკული მოვლენები ჩუკოვსკების ოჯახში უმცროსი ქალიშვილის – მარიას ავადმყოფობით დაიწყო, ვისაც მიუძღვნა კიდეც მოგვიანებით კორნეიმ თავისი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ქმნილება. ბავშვს საუბედუროდ, ძვლის ტუბერკულიოზი აღმოაჩნდა. 1930-იანი წლებში ჩუკოვსკების ოჯახს არ გააჩნდა სახსრები, რათა სრულყოფილი მკურნალობის კურსი გაეწია მისთვის. ის კი არადა, იმდენადაც კი უჭირდა, რომ ავადმყოფის სათანადოდ გამოკვებასაც ვერ ახერხებდა. შედეგად, 11 წლის ასაკში მყოფი მარია ჩუკოვსკაია საშინელი ტკივილების ფონზე გარდაიცვალა. ერთადერთი, რაც სასოწარკვეთილმა მამამ შესძლო, გახლდათ ის, რომ მან თავისი საყვარელი ქალიშვილის ხსოვნა „ექიმი აიბოლიტი”-ს დაწერით უკვდავყო სამარადჟამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)
კორნეი ჩუკოვსკი
მარია ჩუკოვსკაია