კლოდ მონე – „ეპიზოდი”
იმპრესიონიზმის გენიალური ფრანგი ფუძემდებლის - კლოდ მონეს (1840-1926 წლები) შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებად სახვითი ხელოვნების ექსპერტები დღემდე ასახელებენ ტრაგიზმით აღსავსე ტილოს, სახელწოდებით – „კამილა სიკვდილის სარეცელზე”. თავის მხრივ, აღნიშნული შედევრის შექმნა დაკავშირებულია მხატვრის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო და ტრაგიკულ ეპიზოდთან. (ავტორი გენია.ჯი) კლოდმა კამილა 1871 წელს შეირთო ცოლად. თხუთმეტ წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მონეების წყვილს ორი შვილი შეეძინა. გართულებლი მშობიარობის პროცესებმა ქალის ჯანრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა და მძიმედ დაავადა. დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ საწოლსაც კი მიეჯაჭვა. და, როდესაც მონეს პირველი მეუღლე თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა, იგი მას გვერდიდან არ მოშორებია. თუმცა, როცა კამილას სულის ამოსვლის ჟამი დაუდგა, იმის ნაცვლად, რომ რაიმე აუცილებელი ზომები მიეღო, გაგიკვირდებათ და, მან მოლბერტს დაავლო ხელი და მომაკვდავი ცოლის ტილოზე ასახვა დაიწყო. ხატვის პროცესში, როგორც თავად აღიარებდა მხატვარი, გულამომჯდარი ტიროდა და საკუთარი თავი სძულდა იმის გამო, რასაც აკეთებდა, თუმცა მუშაობას მაინც ვერა და ვერ ეშვებოდა. აი, რა ჩაუწერია მას თავის მოგონებებში ამ ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ მოგვიანებით: „მე არა ვარ ადამიანი, მე ვარ ცხოველი, რომელიც წისქვილის ქვას ატრიალებსო”. – (ავტოირი გენია.ჯი)
„კამილა სიკვდილის სარეცელზე”