ალექსანდრე ბელიაევი – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გერმანელი ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ქალაქ პუშკინში მობინადრე ცნობილი რუსი მწერალი-ფანტასტის – ალექსანდრე ბელიაევის (1884-1942 წლები) ოჯახი, სხვა ათასობით ოჯახის მსგავსად, უკიდურეს სიდუხჭირეში აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ახლადნაოპერაციევი ლიტერატორის ქალაქიდან ევაკუირება გასაგები მიზეზების გამო ვერ განხორციელდა ოკუპანტების შემოჭრამდე. საწოლს მიჯაჭვული ქმარი არამც და არამც არ მიატოვა მეუღლემ – მარგარიტამ. „ერთად აღსასრულამდეო”, – ამაყად განუცხადებია მას ქმრისთვის, როცა ბელიაევს მისთვის დასაპყრობად გამზადებული ქალაქის დატოვება უთხოვია.
ქალაქში გერმანელების შეჭრას მოსახლეობის საშინელი დამშევა მოჰყვა თან. ალექსანდრეს სიდედრი გერმანელბთან მოეწყო სამუშაოდ ადგილობრივ სასადილოში. გასამრჯელოს სახით იგი ერთ თეფშ სუპს იღებდა ყოველდღიურად. ერთი თეფში სუპით კი მოგეხსენებათ, ოთხი მშიერი ადამიანის გამოკვება წარმოუდგენელია. იმისათვის, რომ ისედაც ეგზომ მცირე ულუფის წილში ოჯახის წევრებს არ „ჩაჯდომოდა”, ალექსანდრე მაქსიმალურად იკავებდა თავს ჭამისაგან. შედეგად, ბელიაევი შიმშილსა და სიცივეს მალევე ემსხვერპლა.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახმა გარდაცვლილი მთელი ერთი თვის განმავლობაში ვერ მიაბარა მიწას, რადგან ქალაქში ერთი ცხენიც კი აღარ იყო შემორჩენილი, რომელიც ცხედარს სასაფლაომდე მიასვენებდა. რამდენიმე ხანში მარგარიტამ ოჯახიდან გამოტანილი უკანასკნელი ნივთები გაყიდა. მათში აღებული ფული ქალმა სრულად გადასცა მესაფლავეებს, რომელთაგანაც მიიღო სიტყვა, რომ საყვარელი ქმრის ცხედარს იმ პერიოდში ერთობ გავრცელებულ საერთო საფლავში არ დაკრძალავდნენ. თუმცა, მესაფლავეებმა სიტყვა გატეხეს… ალექსანდრე ბელიაევი დაკრძალული იქნა რუს ისტორიკოსთან – სერგეი ჩერნოვთან ერთად ერთ-ერთ საძმო საფლავში. – (ავტორი გენია.ჯი)