მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთმა წამყვანმა წარმომადგენელმა – სემიუელ ლენგჰორნ კლემენზმა (1835-1910 წლები), იგივე – მარკ ტვენმა, ქვანახშირით მოვაჭრე მდიდარი ბიზნესმენის ქალიშვილზე – ოლივია ლენგდონზე 1870 წელს იქორწინა. 34 წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში წყვილს 4 შვილი შეეძინა – ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. (ავტორი გენია.ჯი) სამწუხაროდ, ერთადერთი ვაჟიშვილი მათ ხელიდან ყრმობის ასაკშივე გამოეცალათ. თუმცა კლემენზების ოჯახში ეს საშინელი ტრაგედია ერთადერთი არ გამოდგა: 22 წლის ასაკში გარდაეცვალათ ჯერ ერთი ქალიშვილი, კერძოდ – ოლივია სუზანი, ხოლო 29 წლის ასაკში დაკარგეს მეორე მათგანიც – ჯეინ ლემპტონ კლემენზი. 1904 წელს მარკ ტვენს 58 წლის ასაკში მყოფი მეუღლეც დაეღუპა. 1910 წლის 21 აპრილს კი ამიერს თვითონაც გამოეთხოვა რედინგში (კონეკტიკუტის შტატი) განთავსებულ საკუთარ სახლში.
ერთადერთი, ვინც მარკ ტვენის შთამომავალთაგან დარჩა ცოცხალი, მისი შუათანა ქალიშვილი – კლარა კლემენზი იყო. იგი 1962 წელს გამოეთხოვა წუთისოფელს 88 წლის ასაკში, თუმცა-კი დარჩა ერთადერთი შვილი – ნინა, რომელმაც თავის მხრივ, დედის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ოთხიოდე წელიწადში განუტევა სული. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ნინას შვილი (მემკვიდრე) არ დარჩენია. შესაბამისად, დღეისათვის მარკ ტვენის არც ერთი პირდაპირი შთამომავალი ცოცხალი აღარ გახლავთ. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლივია ლენგდონი (მარკ ტვენის მეუღლე)
სუზი კლემენზი (მარკ ტვენის უფროსი ქალიშვილი)
კლარა კლემენზი (მარკ ტვენის შუათანა ქალიშვილი)
ჯეინ ლემპტონ კლემენზი (მარკ ტვენის უმცროსი ქალიშვილი)