შორენა თალაკვაძე – „მიზეზებს რა დალევს”
არავის უკითხავს, რად გალობს ბულბული,
ან რატომ ედება დაკეტილს ურდული,
ვინ სთხოვა წყაროზე ჩასულ ქალს წყალი,
ან რას მიიკვლევს გზას აღმა მტკვარი.
ხუჭუჭა პატარა რად დადის კარდაკარ…
ცხოვრება რატოა უძლისი ხანდახან…
არავის უკითხავს, არც პასუხს ნატრობს
გაიგოს – რატომ?
* * *
მიზეზებს რა დალევს!
ისეთებს… გადაგრევს!!