მარლენ დიტრიხი – „ეპიზოდი”
გერმანული წარმომავლობის მქონე ულამაზესი ამერიკელი მსახიობი ქალი – მარია მაგდალენა „მარლენ” დიტრიხი (1901-1992 წლები), ვინაც გენიალური გერმანელი მწერლის – ერიხ მარია რემარკის მუზად იყო ქცეული დიდი ხნის განმავლობაში, საკუთარ თავზე ერთობ დიდი წარმოდგენის მქონე ხელოვანს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) განსაცვიფრებელი ფიგურის მქონე ხელოვანი ბავშვობიდანვე იმ მიუწვდომელ ვარსკვლავად მიიჩნევდა თავს, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს ვერ შესწვდებოდა. 1980-იან წლებში ფუფუნების მოყვარული ჭეშმარიტად ელეგანტური ქალბატონი გაერთანებული სამეფოს პრინცესამ ვახშამზე მიიწვია. ყველასდა გასაკვირად, პატივმოყვარე მარლენს ეგზომ მაღალი რანგის პერსონის შეთავაზებული წინადადების მიღებაზე უარი ფრიად ამპარტავნული სიტყვის თანხლებით განუცხადებია: „ის მხოლოდ და მხოლოდ პრინცესაა, მაშინ როცა, მე დედოფალი ვარო”. – (ავტორი გენია.ჯი)