თედორე დოსტოევსკი – „ეპიზოდი”
„ღვინო ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას, ანადგურებს მის გონებრივ შესაძლებლობებს, ანადგურებს ოჯახის კეთილდღეობას, და რაც ყველაზე საშინელია, ალკოჰოლი ადამიანს უნადგურებს სულსა და შთამომავლობასაც კი”. – ამ სიტყვების ავტორი გახლდათ მსოფლიო ლიტერატურის გენიალური რუსი კლასიკოსი – თედორე დოსტოევსკი (1821-1881 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ დოსტოევსკის იმთავითვე საშინლად სძულდა სპირტიანი სასმელების მოხმარება. თავის უკიდეგანო სიძულვილს მწერალი არაერთხელ გამოხატავდა მის მიერ დაწერილ ლიტერატურულ ქმნილებებში. ამისათვის თუნდაც საკმარისია გავიხსენოთ დოსტოევსკის ნაწარმოებების ორი პერსონაჟი – მარმელადოვი და მასლობოევი. ის კი არადა, მის ბიოგრაფებს თუ ვერწმუნებით, იგი ისე გამოთხოვებია წუთისოფელს, რომ თავისი ცხოვრების განმავლობაში წვეთიც კი არ ჰქონია ალკოჰოლური სასმელისა განასინჯი. – (ავტორი გენია.ჯი)