იცით თუ არა, რომ?!
1. ყველასათვის ნაცნობი ჩიტი – ბეღურა, პირველად ძველ ეგვიპტურ პაპირუსში იქნა მოხსენიებული. აღნიშნული პაპირუსის ასაკი ძვ.წ.აღ-ით 1750 წლით არის დათარიღებული. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის – კიტრის სამშობლოს ინდოეთი და ჩინეთი წარმოადგენენ. იგი ერთ-ერთი პირველი კულტურა გახლავთ, რომლის მოყვანასაც ბოსტანში ხელი ადამიანმა ჯერ კიდევ 6 000 წლის წინათ მიჰყო.
* * *
3. ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე ერთადერთი პროცენტი არსებობს ისეთი ტერიტორიისა, რომელიც ყინულით არ გახლავთ დაფარული.
* * *
4. ადრეულ საუკუნეებში ვიკინგთა ბელადებს მათ მფლობელობაში არსებულ ხომალდებთან ერთად მარხავდნენ.
* * *
5. ამერიკის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის ერთ-ერთ უსაყვარლეს ჰობს – გამოქვაბულების შესწავლა წარმოადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ყველაზე უჩვეულო ფობიად სპეციალისტები – „სელენოფობიას” ანუ მთვარის მიმართ შიშს ასახელებენ.
* * *
7. ხოკეის იაპონელი მეკარე – ტანაკი ჰოიმოი პირველი სპორტსმენი გახლდათ ხოკეის ისტორიაში, ვინაც „მეკარის ნიღაბი” გამოიყენა 1936 წელს ბერლინში გამართულ ერთ-ერთ მატჩში.
* * *
8. სამხრეთ კორეაში კანონით არის აკრძალული ერთნაირი გვარის მქონე ადამიანების ერთმანეთზე შეუღლება.
* * *
9. იაპონიის შემადგენლობაში 3 900-ზე მეტი კუნძული შედის.
* * *
10. XIX საუკუნის ევროპაში ჰომოსექსუალებს „ცისფერებად” კი არ მოიხსენიებდნენ, არამედ „მწვანეებად”. – (ავტორი გენია.ჯი)