ძველი ეგვიპტე – „ეპიზოდი”
„ნებისმიერი სოციალური დოქტრინა, რომელიც ოჯახის დანგრევას ცდილობს, უსარგებლოა და, მითუმეტეს მიუღებელი. ოჯახი – საზოგადოების კრისტალიაო”, – ამბობდა დიდი ფრანგი ლიტერატორი – ვიქტორ-მარი ჰიუგო თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ასეთივე წარმოდგენა გააჩნდათ ფარაონის ქვეყნის შვილებს ოჯახის მიმართ. მათთვის ოჯახი ყველაფერი იყო… მათთვის ოჯახი ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი იყო… მიუხედავად ამისა, ძველ ეგვიპტელებშიც ფიქსირდებოდა ცოლ-ქმრის გაყრისა და ოჯახის დანგრევის ფაქტები. ისინი განქორწინებაზე უარეს ვარიანტად მიიჩნევდნენ წარუმატებელ ქორწინებაში ცხოვრებას.
ძველ ეგვიპტელთა მხრიდან ოჯახისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, განქორწინება ძალიან მარტივად მოგვარებად საქმეს წარმოადგენდა. ამისათვის საკმარისი იყო ერთ-ერთ მათგანს ეთქვა მივდივარო და თავისი ნივთები წასაღებად ჩაელაგებინა. განსაქორწინებლად მათ არანაირი იურიდიული პროცედურების გავლა არ უხდებოდათ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ, რადგანაც ასე მარტივი პროცედურა გახლდათ განქორწინება, ცოლ-ქმრის წყვილი ყოველთვის ცდილობდა ლოიალური ყოფილიყო ერთმანეთის მიმართ.
რაც შეეხება განქორწინებას, ამის გამო ნილოსის სანაპიროს შვილები არასოდეს კიცხავდნენ განქორწინებულებს.
განქორწინების შემთხვევაში შვილები დედასთან რჩებოდნენ. ყოფილი ქმარი ასეთ დროს ვალდებული იყო მანამ გაეგრძელებინა მათზე სათანადო მზრუნველობა, სანამ ცოლი ახალ „სპონსორს” არ გამოძებნიდა. ქალს ხელმეორედ დაქორწინება თავისუფლად შეეძლო. ერთადერთი რამ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მის მეორედ დაქორწინებაში, შვილების დიდი რაოდენობა გახლდათ.
ნიშანდობლივია, რომ ფარაონთა ქვეყანაში ძალიან მცირე იყო განქორწინებების შემთხვევები, რადგან ზემოაღნიშნული სისტემა ათეული საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა იქ. ეგვიპტელები ოჯახის საკითხებში პირამიდების მსგავსად მყარი იყვნენო, – შენიშნავს რიგი ავტორებისა.
და მართლაც: „ოჯახი – ეს არის ის, რისთვისაც ღირს გაღვიძება ყოველ დილით, სუნთქვა ყოველ წუთიერად, და ვედრება ყოველ წამიერად ღვთისადმი, რათა დაიცვას და დაიფაროს იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)