ვია არტმანე – „ეპიზოდი”
„ბალტიელი ღვთაება” – ასეთი თიკუნით მოიხსენიებდნენ თეატრისა და კინოს უმშვენიერეს ლატვიელ მსახიობ ქალს - ვია არტმანეს (1929-1008 წლები) საბჭოეთში, სადაც მას საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტის წოდება ჰქონდა მინიჭებული 1969 წლიდან. (ავტორი გენია.ჯი) კომუნისტების ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ლატვიელი მსახიობი ქალის ცხოვრება მართლაც რომ ია-ვარდით იყო მოფენილი, მაგრამ 1990-იანი წლების დადგომისთანავე, მაშინ როდესაც „წითელი იმპერია” წარსულს ჩაბარდა, არტმანეს ცხოვრება კარდინალურად უარყოფითისაკენ შეიცვალა. ახლად დამოუკიდებლობა მიღებულ ლატვიაში იგი მოღალატედ იქნა გამოცხადებული, რადგან მას საბჭოთა ხელისუფლების მხარდაჭერაში დაედო ბრალი. შედეგად ვიაზე ნამდვილი დევნა გამოცხადდა. ქვეყანაში განხორციელებული რესტიტუციის კანონის საფუძველზე არტმანეს ჩამოართვეს რიგის ცენტრში განთავსებული კეთილმოწყობილი სახლი, რომელშიაც იგი ღრმა ფუფუნებაში ცხოვრობდა კომუნისტური ეპოქის ჟამს (აღნიშნული ბინა მის ადრე მფლობელებს გადაეცათ). თავდაპირველად, მან უარი განაცხადა სახლის დატოვებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც მას ცივ ზამთარში გაზი, წყალი და ელექტროენერგია გაუთიშეს ბინაზე, იძულებული გახდა საცხოვრებლად ისეთ ნახანძრალ ბინაში გადასულიყო, რომელსაც ხანძრის შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჰქონია ჩატარებული. არადა ამ დროს, იგი უეჭველად საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს. მოგვიანებით, არტმანე რიგიდან 40 კილომეტრის დაშორებით არსებულ აგარაკზე გადავიდა საცხოვრებლად. აგარაკზე, რომელიც ყოველგვარ კომფორტს იყო მოკლებული.
ერთ დროს „ბალტიელ ღვთაებად” წოდებულმა უმშვენიერესმა ლატვიელმა მსახიობმა ქალმა გადატანილი სტრესის შედეგად დროთა განმავლობაში მეხსიერება დაკარგა. სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განვლო ყველასგან მოძულებულმა, ყველასგან მივიწყებულმა, და იქვე ჰპოვა თავისი აღსასრულიც. – (ავტორი გენია.ჯი)