ჯოზეფ შტრაუსი – „ეპიზოდი”
გოლდენ-გეიტის სრუტეზე გადებული საყოველთაოდ ცნობილი დაკიდებული ხიდის – „ოქროს კარიბჭის” ებრაული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ავტორი, მშენებელ-ინჟინერი – ჯოზეფ ბერმან შტრაუსი (1870-1938 წლები) პირველი ადამიანი გახლდათ მშენებლობის ისტორიაში, რომელმაც ზემოაღნიშნული ხიდის მშენებლობის პროცესში მუშათა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამცავი ბადეების ქსელის გამოყენება დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი გადაწყვეტილება იმ პერიოდში მართლაც რომ რევოლუციური იყო, რადგან სანამ შტრაუსი ეგზომ ინოვაციურ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა, მანამდე უამრავი მშენებელი ეწირებოდა შენობა-ნაგებობათა დიდი სიმაღლეებიდან უნებურ გადმოვარდნას მუშაობის მიმდინარეობისას. ჯოზეფის გამოგონება რომ წარმატებით მოიკიდებდა ფეხს მომავლის სამშენებლო ინდუსტიაში ის ფაქტიც მოწმობდა, რომ „ოქროს კარიბჭის” მშენებლობის პროცესში დამცავი ბადეების ქსელმა დიდი სიმაღლიდან გადმოვარდნილი 19 მუშის სიცოცხლე იხსნა უცილობელი სიკვდილისგან. მინიმუმ უმძიმესი ტრამვებისგან. – (ავტორი გენია.ჯი)
„ოქროს კარიბჭე”