კალიგულა – „ეპიზოდი”
რომის შიზოიდ იმპოერატორს – კალიგულას (12-41 წლები) მარტო სამეფო ძალაუფლება არამც და არამც არ აკმაყოფილებდა. ამ უკიდურესად პატივმოყვარე ახალგაზრდას სურდა თვით – ღმერთი გამხდარიყო, რის გამოც საკუთარი კულტიც კი შემოიღო ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) მისი უშუალო ბრძანების საფუძველზე რომის უზარმაზარი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე იგებოდა ტაძრები, რომლებშიაც თაყვანს სცემდნენ „გაღმერთებულ” კალიგულას. თითოეული ასეთი ტაძრის საკურთხეველში განთავსებული გახლდათ იმპერატორის ნატურალური ზომის ქანდაკება, რომელიც თავის მხრივ, სუფთა ოქროსგან იყო დამზადებული.
ის კი არადა, ეს სასტიკი შეშლილი გეგმავდა ოლიმპიაში არსებულ გასაოცარ ტაძარში აღმართული ზევსის ქანდაკების თავი საკუთარი გამოსახულების მქონე თავით ჩაენაცვლებინათ. ამისათვის იმპერატორმა სპეციალურად აიყვანა ქურუმთა ჯგუფი. ისინი პირადად კალიგულას მიერ მოფიქრებულ რიტუალებს აღასრულებდნენ. იმისათვის, რომ მლიქვნელ ქურუმებს მბრძანებლის გული მოეგოთ, ხარის ნაცვლად კალიგულას ქანდაკებებს ისეთ ეგზოტიკურ ფრინველებს სწირავდნენ, როგორებიც გახლავთ – ფარშავანგი და ფლამინგო.
ღმერთად გახდომის მოსურნე უკიდეგანო ძალაუფლების მპყრობელი მოკვდავი იერუსალიმის მთავარ ტაძარშიც გეგმავდა თავისი გიგანტური ქანდაკების აღმართვას. მან სირიის კონსულ-სუფექტს – პუბლიუს პეტრონიუსს უბრძანა კიდეც აღემართა იქ მისი ქანდაკება, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ იმდენად აღაშფოთა ებრაელი ხალხი, რომ აჯანყების დაწყების შიშით პეტრონიუსმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. განაცხადა და დაისაჯა კიდეც სიკვდილით. – (ავტორი გენია.ჯი)