ფრიდონ ხალვაში წერდა…
„ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ქართველს ქართველობა არ უნდოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხს არავინ არაფერს ეკითხება. აბა რა ვიცი, მე ხალხი არ ვარ?”
* * *
„გამიგონია, მტერი როცა მოგერიდება, ისიც დაფასებააო”.
* * *
„ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ მაშინ იტირებს, როცა ყველაფერი განწირულია, თვით სიცოცხლის გამეტებაც ვერაფერს გამოასწორებს და, ყოველივე უიმედოა”.
* * *
„ჰმ, გასაკვირია ეს ცხოვრება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა, არ უნდა განიზრახო კაცმა რელიგიის მოკვლა. მოკვლით მაინც ვერ მოკლავ, საქმე კი სააქაოშიც წაგიხდება და საიქიოშიც”.
* * *
„ყველამ ჩვენ-ჩვენ თავს მივხედოთ უნდა. ჰო, ასეა ესა…”
* * *
„ახლა მტერ-მოყვარის გარჩევა გაუჭირდება კაცს”.
* * *
„ვერ გაარჩევ, რა გააკეთო კაცმა, რომ ყოველთვის გაქონ და ყველა კმაყოფილი გყავდეს”.
* * *
„სიყვარულთან ხუმრობა არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)