ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”
„მე რომ ფრანგი არ ვყოფილიყავი, გერმანელად ყოფნას ვისურვებდიო”, – გულწრფელად აღიარებდა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ფრანგი მეტრი – ვიქტორ-მარი ჰიუგო (1802-1885 წლები). ცნობილი ფაქტია, რომ ფრანგული რომანტიზმის მთავარი ფიგურა განსაკუთრებით იყო შეყვარებული გერმანიაზე და გერმანელ ერზე. (ავტორი გენია.ჯი) იგი შესანიშნავად იყო გარკვეული მათ ისტორიაში, კულტურასა და ხელოვნებაში. ბრწყინვალედ იცნობდა გერმანელი მოაზროვნეების მსოფლმხედველობას და სათანადო პატივითაც მოიხსენიებდა მათ. თავის დადებით დამოკიდებულებას გერმანიისა და გერმანელებისადმი იგი შემდეგი სახით უწევდა არგუმენტირებას: „გერმენელები – ერთ-ერთი იმ ერის შვილები არიან, რომლებითაც აღფრთოვანებაში მოვდივარ ყოველთვის. მე ისეთ გრძნობას განვიცდი გენიალურ გერმანელ მოაზროვნეთა ამ უკეთილშობილესი და წმინდა სამშობლოს მიმართ, თითქოსდა მისი შვილობილი ვიყო”. – (ავტორი გენია.ჯი)