ოლგა ხოხლოვა – „ეპიზოდი”
კუბიზმის გენიალური ესპანელი ფუძემდებლის – პაბლო რუის ი პიკასოს ეროვნებით რუს მეუღლეს – ოლგა ხოხლოვას (1891-1955 წლები), ვინაც პროფესიით ბალერინას და მაშასადამე, ხელოვანს წარმოადგენდა, გაგიკვირდებათ და, საშინლად სძულდა „კუბიზმი”. (ავტორი გენია.ჯი) იგი ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმდინარეობას – „უგემოვნო” და „მკვდარ” ხელოვნებას უწოდებდა. შედეგად, ოლგა საკუთარი მეუღლისაგან კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მისი პორტრეტები ყოველთვის რეალისტური და კლასიკური ფორმით გამოესახა და არამც და არამც კუბიზმური ფორმით. პიკასო ხშირად ითვალისწინებდა მეუღლის მოთხოვნას. ამიტომაც არის ხოხლოვას პორტრეტების უმეტესობა რეალისტური და კლასიკური ფორმებით ასახული დიდი ესპანელი მხატვრის შემოქმედებაში. – (ავტორი გენია.ჯი)
ოლგა ხოხლოვა (პაბლო პიკასოს ნამუშევარი)