ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
„ფარდობითობის თეორიის” გენიალური ავტორი - ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები) ყოველგვარი რასისტული გამოვლინების საშინლად მოძულე პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც უწოდებდა ამ არაადამიანურ იდეოლოგიურ მსოფლმხედველობას (რასიზმს) – „ადამიანების ავადმყოფობას”. მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შავკანიანი მოქალაქეების დისკრიმინაცია და დევნა ჩვეულ მოვლენად იყო ქცეული, აინშტაინი 1946 წელს სპეციალურად ეწვია ლინკოლნის უნივერსიტეტს. უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტების დიდ უმრავლესობას სწორედ რომ შავკანიანები წარმოადგენდნენ. დიდმა ფიზიკოსმა მათ რამდენიმე ლექცია წაუკითხა ფიზიკაში, რითიც თავის პოზიციას რასიზმის წინააღმდეგ საჯაროდ და ოფიციალურად გაუსვა ხაზი. – (ავტორი გენია.ჯი)
აინშტაინი ლინკოლნის უნივერსიტეტში (1946 წელი)