ელისაბედ I – „ეპიზოდი”
პეტრე პირველისა და ეკატერინე პირველის უმცროს ქალიშვილს - ელისაბედს (1709-1761 წლები) გასაგები მიზეზების გამო (მას ჰყავდა უფროსი და-ძმა), არავინ განიხილავდა ტახტის რეალურ მემკვიდრედ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც არ უზრუნიათ მისთვის შესატყვისი განათლება მიეცათ. შედეგად, რუსეთის მომავალი იმპერატორი ქალი ერუდიციითა და ინტელექტით დიდად ვერ იკვეხნიდა. აღნიშნული გარემოება მას შემდეგ კიდევ უფრო ცხადი შეიქნა, როდესაც გაირკვა, რომ ელისაბედმა ისიც კი არ იცოდა, დიდი ბრიტანეთი კუნძულოვან სახელმწიფოს რომ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, იგი მთელი ოცი წლის განმავლობაში განაგებდა რუსეთის უზარმაზარ იმპერიას. – (ავტორი გენია.ჯი)