ძველბერძენი ფილოსოფოსები – „ეპიზოდი”
ანტიკური ხანის საბერძნეთში, რომელშიაც პირველი დაირწა ფილოსოფიის აკვანი, ფილოსოფოსთა ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენლები მუდმივად ატარებდნენ პირისახეზე წვერს. თუმცა წვერის ზომები და ფორმები ისევე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, როგორც მათი მოვლის საშუალებები. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ყოველივე გარეგანული იერსახისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმების სრული გულგრილობის ნიშნად, ცინიზმის მიმდევარი ცინიკოსები ატარებდნენ გრძელ წვერს, რომელნიც მოუვლელობის გამოისობით ყოველთვის დაბინძურებული ჰქონდათ. პერიპათეტიკები კი პირიქით, ერთობ გულდასმით უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ მას, რადგან წვერს პირისახეზე არა მარტო სიბრძნესთან აასოცირებდნენ, არამედ მაღალი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელ უცილობელ საშუალებადაც მიიჩნევდნენ. შესაბამისად, იმ პერიოდის ელადაში პირისახის წვერის მეშვეობით თავისუფლად შეიძლებოდა იმის გარკვევა, თუ რომელ ფილოსოფიური სკოლის მიმდევარნი იყვნენ ისინი. – (ავტორი გენია.ჯი)