ბობ მარლი – „ეპიზოდი”
„ჩემი მუსიკა მარადიულად იცოცხლებსო”, – უწინასწარმეტყველებია ოდესღაც საყოველთაოდ პოპულარულ იამაიკელ მომღერალს - რობერტ ნესტა მარლის (1945-1981 წლები), იგივე – ბობ მარლის. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც ცოცხლობს… მუსიკოსის (რომელიც განსაკუთრებულად ამაყობდა თავისი კანის ფერით) გამოსახულებებს საკურთხევლებში უდებდნენ ბინას; მისი ძეგლები იდგმებოდა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე; მოციქულად მიიჩნევდნენ და ლოცულობდნენ მასზე როგორც ღმერთზე; იმისათვის, რომ მარლისთვის თუნდაც ერთხელ მოეკრათ თვალი და დამტკბარიყვნენ მისი ჰანგებით, მუსიკოსის კონცერტებზე ასიათასობით ადამიანი იკრიბებოდა; გარდაცვალების შემდგომ იამაიკელ მუსიკოსს ისეთივე პატივი მიაგეს, როგორსაც მეფეებს აგებენ ხოლმე ანალოგიურ შემთხვევებში. ბობის სამშობლოში მისი გარდაცვალების დღე საყოველთაო გლოვის დღედ იქნა გამოცხადებული.
„ნუ ეძახით წარსულს – მიეცით მას წასვლის საშუალება. ნუ ელოდებით მომავალს – მიეცით მას მოსვლის საშუალება. ნუ გაართულებთ საქმეს – დაე მოხდეს ის, რაც მოსახდენიაო”, – უთქვამს გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ბობ მარლის. იმ ბობ მარლის, ვინაც თავის თანასწორ მუსიკოსად რეგის ჟანრში მხოლოდ და მხოლოდ ბანი უელიერს მიიჩნევდა. სხვებს კი – „იაფფასიან მუსიკოსებად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)