შარლ ბოდლერი – „ეპიზოდი”
დეკადანსისა და სიმბოლიზმის ფუძემდებელი დიდი ფრანგი პოეტი და ესეისტი – შარლ ბოდლერი (1821-1867 წლები), ბედის სამწუხარო ირონიით, სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ვეღარც ლაპარაკობდა და ვეღარც წერდა. (ავტორი გენია.ჯი) ამის მიზეზი მის მიერ გადატანილი ინსულტი გახლდათ. ერთადერთი სიტყვა, რომლის წარმოთქმასაც იგი როგორღაც მაინც ახერხებდა – „ჯანდაბა” იყო. ლიტერატორის მეგობრების გადმოცემით, ამ სალანძღავ სიტყვას შარლი ძალიან ხშირად იმეორებდა. ამიტომაც შენიშნავდნენ ისინი სევდანარევი ხუმრობით - „ჩვენს გენიალურ მეგობარს სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მხოლოდ ლანძღვაღა შეეძლოო”. – (ავტორი გენია.ჯი)