ნობელის პრემია – „ეპიზოდი”
„ნობელის პრემიით” დაჯილდოვების ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, რომელიც სათავეს 1901 წლიდან იღებს, ეგზომ საპატიო ჯილდო სულ რაღაც სამიოდეჯერ მიენიჭა ისეთ ლაურეატებს, რომლებიც დაჯილდოვების მომენტში სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში იხდიდნენ სასჯელს ამა თუ იმ „დანაშაულისთვის”. (ავტორი გენია.ჯი) პირველი მათგანი, ვისაც ასეთი დიდი პატივი ხვდა წილად ციხის საკანში, პოლონური წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული გერმანელი პაციფისტი და ანტიფაშისტი – კარლ ფონ ოსეცკი გახლდათ. ნობელის პრემიის ლაურეატი იგი 1935 წელს გახდა მშვიდობის დარგში. მეორე ლაურეატი, რომელსაც ასევე პატიმრობაში მყოფს მიენიჭა ნობელის პრემია, ცნობილი მიანმელი პოლიტიკოსი და ადამიანის უფლებათა დამცველი ქალბატონი – აუნ სან სუ ჩი იყო. კარლ ფონ ოსეცკის მსგავსად, მასაც მშვიდობის დარგში მიანიჭეს ესოდენ საპატიო ჯილდო 1991 წელს. დაბოლოს, მესამე ლაურეატს წარმოადგენდა ადამინის უფლებების დამცველი ჩინელი ლიტერატორი – ლიუ სიაობო, ვინაც წინა ორის მსგავსად, მშვიდობის დარგში გახდა ნობელიანტი 2010 წელს. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლ ფონ ოსიეცკი
აუნ სან სუ ჩი
ლიუ სიაობო