იცით თუ არა, რომ?!
1. აშშ-ის ლეგენდად ქცეული პრეზიდენტი – ჯორჯ ვაშინგტონი, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების იდეას ყოველთვის კრიტიკით ხვდებოდა, რადგან მას არ სწამდა პოლიტიკური პარტიების კეთილგონიერებისა და არ ენდობოდა მათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. მეცნიერებას ქვეწარმავალთა შესახებ – ჰერპეტოლოგია ეწოდება.
* * *
3. ბეჰემოთებს, მიუხედავად თავიანთი უზარმაზარი მასისა, არაჩვეულებრივი, 48 კილომეტრ-საათი სიჩქარე შეუძლიათ განავითარონ სირბილის დროს.
* * *
4. მზის გალაქტიკაში ყველაზე ცივ ატმოსფეროს პლანეტა – ურანი შეიცავს. მის ზედაპირზე საშუალო ტემპერატორა მინუს 224 გრადუს-ცელსიუსია.
* * *
5. კომპიუტერული ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი ფიგურა – სტივ ჯობსი – „კომპუნოფობიით” იყო შეპყრობილი. თავის მხრივ, კომპუნოფობია წარმოადგენს – ღილაკებისა და ფოლაქების მიმართ შიშს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომღერლებს კანონის ძალით ეკრძალებათ ფონოგრამის გამოყენება.
* * *
7. როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, კენიელები ერთ-ერთი საუკეთესო მორბენალები არიან დედამიწაზე. მათ მრავალი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ჰყავთ სირბილში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მაინც კენიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი – კალენჯინის ტომის ხალხი გამოირჩევა.
* * *
8. ინდოეთი ყველაზე ვეგეტარიანული ქვეყანაა მსოფლიოში. სტატისტიკოსთა ცნობით, ამ უზარმაზარი ქვეყნის მოსახლეობის 40% ვეგეტარიანელია.
* * *
9. ადამიანს სხეულზე 600-ზე მეტი კუნთი გააჩნია.
* * *
10. დედამიწაზე არსებულ ოკეანეთა შორის ყველაზე ნაკლებად შესწავლილ ოკეანეს – ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)