გია ფერაძე – „ჩემი ცხოვრება”

ჩემი ცხოვრება უშენოდ

დიდი ჩამქრალი მზე არის,

დღეს შენი დაბადების და

ჩემი სიკვდილის დღე არის.

* * *

დღეს განწყობა მაქვს ისეთი,

მინდა რომ შენზე ვილოცო,

ეს შენი დაბადების დღე

სადა ხარ, სად მოგილოცო?!

* * *

უნდა დაფიქრდე რომ საქმე,

სატირლად არ გაიხადო,

ნეტავ შენს გვერდში მამყოფა,

დღეობა გადაგიხადო.

* * *

დღეს ჩემი გული არ ფეთქავს

გაქვავებული ხე არის,

დღეს შენი დაბადების და

ჩემი სიკვდილის დღე არის.

კომენტარის დატოვება