ლიკურგე – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეულ სპარტანულ არმიას იმთავითვე უწოდა ხალხმა ზედსახელად ასევე ლეგენდად ქცეული ძველ სპარტელი კანონმდებლის – ლიკურგეს (ძვ.წ.აღ-ით 800-730 წლები) „შვილობილი”. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მისი დამსახურება გახლდათ ის უცნაური გარემოება, რომ იმ პერიოდის მსოფლიოს სხვა ქალაქ-სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ამ გასამხედროებულ ქალაქ-სახელმწიფოს არანაირი დამცავი გალავანი არ ჰქონია შემოვლებული მისი არსებობის ისტორიაში. შედეგად, სპარტას დაცვა სრულად იყო მინდობილი არა მასიურ დამცავ გალავნებზე, არამედ პროფესიონალ სპარტელ მეომრებზე. მეომრებზე, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სცემდნენ თავზარს მსოფლიოს საუკეთესო არმიებს. ამიტომაც ახასიათებდა ლიკურგე მშობლიურ ქალაქ-სახელმწიფოს როგორც – „კედელი ხალხისგან, და არა აგურებისგან”. – (ავტორი გენია.ჯი)