ჯონ ლოკი – „ეპიზოდი”
მკაცრ რელიგიურ ნორმებზე აღზრდილი ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი მოაზროვნე და ლიბერალიზმის ფუძემდებლად მიჩნეული - ჯონ ლოკი (1632-1704 წლები), ვისაც სიცოცხლის უკანაკნელ ეტაპზე საკუთარი საცხოვრებელი ბინაც კი არ გააჩნდა, ესექსის საგრაფოში მეგობარ ქალბატონთან – ლედი მეშემთან ცხოვრობდა თავის აღსასრულამდე. (ავტორი გენია.ჯი) იგი ისევე გარდაიცვალა, როგორც იცხოვრა – მარტოხელა ადამიანად. მას არასოდეს შეუქმნია ოჯახი და არასოდეს გამხდარა მშობელი. მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება „ძალაუფლების გადანაწილების პრინციპების” ავტორმა ხეტიალში გაატარა და მუდმივად იმ უცხო ადამიანების ოჯახში მოუხდა ცხოვრება, რომელთა შვილებსაც განათლებას აძლევდა გარკვეული გასამრჯელოს საფასურად. და ეს გახლდათ უსახლკარო ჯონ ლოკის ერთადერთი შემოსავლის წყარო. – (ავტორი გენია.ჯი)