ფრანგული მოდა – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მონარქი – ლუი XIV დე ბურბონი, ვინაც ქვეყანას XVII-XVIII საუკუნეებში განაგებდა, მოდაზე ფანატიკურად შეყვარებულ პერსონას წარმოადგენდა. „მეფე-მზედ” წოდებული ლუი მიიჩნევდა, რომ სწორედ მოდაზე იყო უმთავრესად დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ძლევამოსილება. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ადგილობრივი ტექსტილის ინდუსტია უმაღლეს დონეზე განევითარებინა, მონარქი უზარმაზარ ინვესტიციებს ანხორციელებდა. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ ფრანგი მონარქი, რაც მოდასთან იყო დაკავშირებული, ყოველგვარ უცხოურს ადგილობრივთან კონკურენციის საშუალებას უსპობდა. მარტივად რომ ვთქვათ, უცხოური ტექსტილის ნაწარმს ბაზარზე არ უშვებდა. ლუი XIV და მისი მთავრობის ფინანსთა მინისტრი – ჟან-ბატისტ კოლიბერი ირწმუნებოდნენ, რომ სულ მალე მოდა საფრანგეთისთვის გახდებოდა ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორი მნიშვნელოვანიც გახდა თავის დროზე ესპანეთისთვის პერუს ოქროს მაღაროები. სწორედ აღნიშნული პერიოდიდან შეიძინა პარიზმა „მსოფლიო მოდის დედაქალაქის” საპატიო რეპუტაცია. რეპუტაცია, რომელიც დღემდე არ დაუკარგავს. – (ავტორი გენია.ჯი)