ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
„ფარდობითობის თეორიის” გენიალური ავტორი – ალბერტ აინშაინი (1879-1955 წლები) ახალგაზრდობის ჟამს სათუთად მოვლილ, დაბალ და საგულდაგულოდ დავარცხნილ თმას ატარებდა, თუმცა აღნიშნულ საკითხში ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ქვეყნიერებას მისი უფროსი ვაჟიშვილი – ჰანს-ალბერტი მოევლინა (1904 წელი). (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში გაათვითცნობიერა პირველად დიდმა ფიზიკოსმა, რომ მზარდი ოჯახი გაცილებით მეტ ფინანსებს და, შესაბამისად, ეკონომიას მოითხოვდა მისგან, ვიდრე ადრე მოითხოვდა. ამ დროს კი სტაჟიორად მომუშავე აინშტაინისთვის თითოეული ცენტი მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა. ეკონომიის მიზნით, მან ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა, დალაქის ფასიანი მომსახურეობით აღარ ესარგებლა… აღარც უსარგებლია თავის აღსასრულამდე… სწორედ ასე გაჩნდა მის თავზე კულტად ქცეული დიდი და გაბურძგნული თმა. როდესაც ალბერტს თმა ძალიან წამოეზრდებოდა თავზე, უფასო დალაქის ფუნქციას მისივე მეუღლე ასრულებდა. თუმცა ისიც მხოლოდ ზედმეტ თმას აშორებდა აიშტაინს თავიდან. რაც შეეხება ალბერტისათვის დამახასიათებელ დაუვარცხნელ თმას, დიდი სწავლული მის დავარცხნაში ეგზომ ძვირფას დროს არასოდეს კარგავდა. – (ავტორი გენია.ჯი)