„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„არავინ ებრძვის საკუთარ თავს და ხალხისთვის თავდადებულ ადამიანებს ისე სიამოვნებით, როგორც თვითონ ხალხი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავისი ცხოვრება ყველას რაღაცა ჰგონია”.

* * *

„ცხოვრება ასეა, ხან უარესისკენ იცვლება, ხან უკეთესობისკენ”.

* * *

„დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოყენების უფლება არავის აქვს”.

* * *

„ღირსების გარეშე ადამიანი აღარ არის ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიკვდილი ბუნების არანაკლები მოვლენაა, ვიდრე დაბადება”.

* * *

„აზროვნებას ვერავინ აგვიკრძალავს, ეს ჩვენი წმიდათაწმიდა უფლებაა”.

* * *

„მთავარი ის კი არ არის, საიდან ვიცით, მთავარი ისაა, რომ ვიცით”.

* * *

„სიკვდილი სიცოცხლის თვისებაა”.

* * *

„ცხოვრება სიმდიდრით კი არ ფასობს, შინაარსით და სილამაზით ფასობს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება