პირველი საჩუქარი – „ეპიზოდი”
პირველი საჩუქარი, რომელიც ჯერ კიდევ გენერლობაში მყოფმა – ნაპოლეონ ბონაპარტმა თავის მშვენიერ, თუმცა-კი თავქარიან საცოლეს – ჟოზეფინა ბოარნეს გაუკეთა ქორწინების წინ, ბრილიანტისა და საფირონის თვლებით შემკული ოქროს ბეჭედი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ბეჭდის შიდა მხარეს იუველირების მიერ ნაპოლეონის შეკვეთის საფუძველზე დატანილი იქნა მეტად მრავლისმეტყველი წარწერა: „ეს ბედია”. აქვე შევნიშნოთ ისიც, რომ ბეჭედი არც თუ ისე ძვირადღირებული იყო. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ საქმროს მიერ ძღვნად მირთმეული იაფფასიანი საჩუქარი ქალს დიდად არ მოწონებია, რაც არც დაუმალავს ბონაპარტისთვის. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ნაპოლეონმა ჟოზეფინასათვის მდიდრული საიუველირო ნივთების ჩუქება, რომელთაგანაც ყველაზე ძვირადღირებული იყო 1040 ბრილიანტით მოჭედილი მასიური ოქროსაგან დამზადებული დაფნის გვირგვინის ფორმის მქონე დიადემა. დიადემა, რომელიც ნაპოლეონმა საყვარელ ქალს კორონაციის წინ უსახსოვრა. – (ავტორი გენია.ჯი)