ტომ პარკერი – „ეპიზოდი”
„როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებული დიდი ამერიკელი მუსიკოსის – ელვის პრესლის მენეჯერის ფუნქციას დიდი ხნის განმავლობაში ასრულებდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე ერთობ გაქნილი ამერიკელი იმპრესარიო – ტომ პარკერი (1909-1997 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მისი უდიდესი დამსახურება გახლდათ ის, რომ 1956 წლის ბოლოსათვის ბაზარზე ელვის პრესლის გამოსახულებიანი 78 დასახელების საქონელი იყო ჩაშვებული გაყიდვაში. დაწყებული სამაჯურებიდან დამთავრებული გულსაკიდებამდე… მან ამისათვის პირადი თანხა – 40 ათასი დოლარიც კი გაიღო. შედეგად, პოპულარული ამერიკელი მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან ამ მარკეტინგული მეთოდით მან 22 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ იყო მისთვის საკმარისი. პარკერმა გადაწყვიტა კიდევ უფრო მეტი ფული გამოემუშავებინა. ამ მიზნით ტომმა მეტად ორიგინალური და გონებამახვილური მეთოდი შეიმუშავა: მან შეუკვეთა მედალიონების პარტია, რომელზედაც შემდეგი სახის წარწერა იყო დატანილი – „I HATE ELVIS” ანუ „მე მძულს ელვისი”. ამერიკელი მენეჯერის მარკეტინგულმა გათვლამ გაამართლა. შედეგად, მან არა მარტო ელვისის შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან გამოიმუშავა დიდი ფული, არამედ მისი შემოქმედების მოძულეებისგანაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)
ელვის პრესლი
ტომ პარკერის მიერ შეკვეთილი მედალიონები