მიხეილ ჯავახიშვილი წერდა…

„ხალხო, მგელს ნუ ჰგევხართ, მგელსა! მგლებმა იციან: თუ ერთი დაიჭრა და წაიქცა, სხვებიც მიესევიან და შეჭამენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სხვის საქმეში ჩარევა ხასიათად არა მაქვს”.

* * *

„ხალხი ღარიბია ცოდნით”.

* * *

„საკუთარი თავის დამცირება ამპარტავნობაზე უარესია”.

* * *

„კაცობრიობა ჯერაც არ გასცდენია ბავშვის ხნოვანებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩემს ცხოვრებაში ისე აირია კომედია და ტრაღედია, რომ ერთი მეორესგან ვეღარ გამირჩევია”.

* * *

„ხალხს გაგიჟებაში მარტო მისი მტერი უშველის”.

* * *

„რაკი ხალხი მოითხოვს, უნდა კიდეც ვემსახურო”.

* * *

„თუ ცოდნასაც არ წაეტანა ადამიანი, მაშ რიღას მაქნისია?”

* * *

„მოკეთე ასე უნდა დალოცოთ: ღმერთმა მოთმინება და სულიერი მშვიდობა მოგცეთ-თქო. მეც მოთმინებას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება