სექტა – „ეპიზოდი”
ტერმინი - „სექტა” ლათინური ენიდან თარგმანით – „სკოლას”, „სწავლებას” აღნიშნავს. და ეს მაშინ, როდესაც ლათინური ენიდან ძველ ბერძნულ ენაზე თარგმანით – „ერესის” აღმნიშვნელია. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად, ძველი რომაელები აღნიშნული ტერმინით მოიხსენიებდნენ სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლებს, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა და ფრაქციას. ასე მაგალითად: გენიალური ძველ რომაელი ორატორი და იურისტი – მარკუს ტულიუს ციცერონი სექტანტებად მოიხსენიებდა სხვადასხვა ფილოსოფიური სკოლისა და მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგის – მარკუს ანტონიუსის მიმდევრებს; დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსი – ტაციტუსი სექტად მოიხსენიებდა – სტოიკოსთა და ცინიკოსთა ფილოსოფიურ სკოლებს; ერთ-ერთი უდიდესი ძველ რომაელი ფილოსოფოსი – ლუციუს ანეუს სენეკა ამავე ტერმინით მოიხსენიებდა – სტოიკოსთა ფილოსოფიურ სკოლას, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენს პერიოდში აღნიშნული ტერმინი გამოიყენება იმ რელიგიური ჯგუფების მისამართით, რომლებიც გამოყოფილნი არიან გაბატონებული რელიგიური მიმართულებებიდან და დაპირისპირებული არიან მათთან. რიგი ასეთი ჯგუფების მიერ გამოვლენილი თაღლითური და ყალთაბანდური მოღვაწეობის გამოისობით, ტერმინმა „სექტა”-მ ისეთი ნეგატიური აზრობრივი დანიშნულება შეიძინა, რომელიც ადრეულ საუკუნეებში მას მართლაც რომ არ გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)