ლუი არაგონი – „ეპიზოდი”
1957 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოჩენილი ფრანგი მწერალი და პროზაიკოსი - ლუი-მარი ანდრიო (1897-1982 წლები), იგივე – ლუი არაგონი, „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის” საერთაშორისო ლენინური პრემიით დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ფაქტით კარგად დასტურდება, თუ რაოდენ დიდი პოპულარობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა ფრანგი კომუნისტი ლიტერატორი უზარმაზარი წითელი იმპერიის სახელისუფლებო წრეებში.
1974 წელს საბჭოთა ხელისუფლებისაგან მოძულებული რუსი მწერალი (შემდგომში – დისიდენტი) – ვიქტორ ნეკრასოვი, გაუსაძლისი პირობების გამო სამშობლოს ოჯახთან ერთად ტოვებს და ემიგრაციაში მიემგზავრება. თუმცა ლიტერატორთან ერთად რიგი მიზეზების გამო ემიგრაციაში ვერ წავიდა მისი შვილობილი, რუსი ლიტერატორი – ვიქტორ კონდირევი. გასაგები მიზეზების გამო, მას წელიწადნახევრის განმავლობაში არ აძლევდნენ უცხოეთში გამგზავრების უფლებას. სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა ნეკრასოვი არაგონს დახმარების თხოვნის მიზნით. ნეკრასოვის თხოვნიდან რამდენიმე დღეში, პარიზში განთავსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოს ლუი არაგონი ესტუმრა და ელჩთან შეხვედრა ითხოვა (მას ამ დროს მკერდზე საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადაცემული „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის” მედალი ეკეთა). მისი თხოვნა დაუყონებლივ იქნა შესრულებული. საბჭოთა კავშირის სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში – ჩერვონენკოს ლუიმ ყოველგვარი ფამილარობის გარეშე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნეკრასოვის შვილობილს კვლავაც შეექმნებოდა ანალოგიური პრობლემები, იგი საჯაროდ განაცხადებდა უარს მათ მიერ მინიჭებულ ორდენზე. მსოფლიო კომუნისტური პარტიის გავლენიანი წევრის მუქარამ შედეგი გამოიღო: 1976 წელს კონდირევი ოჯახთან ერთად გაემგზავრა ემიგრაციაში (პარიზში). – (ავტორი გენია.ჯი)
ვიქტორ ნეკრასოვი და მისი შვილობილი – ვიქტორ კონდირევი