ედგარ ჰუვერი – „ეპიზოდი”
თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწე – ჯონ ედგარ ჰუვერი (1895-1972 წლები), ვისაც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეკავა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის პოსტი და, ვისიც თვით ქვეყნის პირველ პირებსაც კი ეშინოდათ (განსაკუთრებით – რიჩარდ ნიქსონს), იმთავითვე წინააღმდეგი გახლდათ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიეღოთ ქალებს. (ავტორი გენია.ჯი) FBI-ის ხელმძღვანელი, რომელსაც დაბადების მოწმობა მთელი 43 წლის განმავლობაში არ გააჩნდა, ქალთა უფლებებზე მაღალი წარმოდგენის არასოდეს ყოფილა. ამიტომაც იყო, რომ, როდესაც იგი 29 წლის ასაკში ჩაუდგა სათავეში გამოძიების ფედერალურ ბიუროს, სამსახურიდან უმალვე დაითხოვა FBI-ში დასაქმებული ყველა სპეცაგენტი ქალბატონი. მათ შორის პირველი ამერიკელი სპეცაგენტი ქალი – ალიასკა დევისონიც, რომელმაც ჰუვერის FBI-ში მისვლამდე ორიოდე წლით ადრე დაიწყო მუშაობა. შედეგად, აღნიშნულ სამსახურში „სუსტი სქესის” წარმომადგენლებს დასაქმების უფლება ათწლეულების განმავლობაში არ ეძლეოდათ. მათი FBI-ის სამსახურში აყვანა მხოლოდ ჰუვერის გარდაცვალებიდან ორიოდე თვის შემდეგ, 1972 წლის ივლისის თვიდან გახდა შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)