სტივ ჯობსი – „ეპიზოდი”
ერთადერთი ადამიანი, ვისაც კომპიუტერული ინდუსტრიის სირიული წარმომავლობის მქონე ერთ-ერთმა წამყვანმა ამერიკელმა ფიგურამ – სტივ პოლ ჯობსმა ოფიციალურად ანდო საკუთარი ბიოგრაფიის დაწერა, სახელგანთქმული ამერიკელი ჟურნალისტი და ბიოგრაფი – უოლტერ აიზეკსონი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ტელეკომპანია CNN-ის ყოფილ დირექტორსა და ჟურნალ TIME-ს მთავარ რედაქტორს APPLE-ს თანადამფუძნებელმა უფლება დართო თავისი ოჯახის წევრების, უახლოესი მეგობრებისა და კოლეგებისაგან აეღო ინტერვიუები. ამ მეთოდით იგი შეეცადა, რომ მისი ბიოგრაფია რეალური ფაქტებითა და ნამდვილი ამბებით ყოფილიყო გაჯერებული.
გარკვეული ხნის გასვლის შემდგომ აიზეკსონმა სტივ ჯობსის ბიოგრაფიაზე მუშაობა დაასრულა. აღნიშნული ბიოგრაფია დაფუძნებული გახლდათ ინფორმაციული ტექნოლოგიების პიონერთან ჩაწერილ 40 ინტერვიუსა და ასეულობით იმ ინტერვიუებზე, რომლებიც უოლტერმა პირადად აიღო ჯობსის უახლოესი ადამიანებისგან.
თავად სტივი აცხადებდა, რომ აიზეკსონის მიერ დაწერილ ბიოგრაფიას მანამ არ გაეცნობოდა, სანამ წიგნი საჯაროდ არ იქნებოდა გამოქვეყნებული. თავისი ასეთი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არ სურდა რაიმე გავლენა მოეხდინა ბიოგრაფიის ავტორზე მუშაობის პროცესში.
სამწუხაროდ, სტივ ჯობსი თავის ბიოგრაფიას ვერ გაეცნო, რადგან იგი მისი გარდაცვალებიდან ცხრამეტ დღეში იქნა გამოცემული (2011 წლის 24 ოქტომბერს). – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, გარდა სტივენ ჯობსის ბიოგრაფიისა, უოლტერ აიზეკსონი ავტორია ისეთი ცნობილი პერსონების ბიოგრაფიებისა, როგორებიც გახლავან – ილონ მასკი, ჰენრი კესინჯერი, ბენჯამენ ფრანკლინი, ალბერტ აინშტაინი და ლეონარდო და ვინჩი.
უოლტერ აიზეკსონი