დოსტოევსკი წერდა…
„მრჩევლები ქუჩაში არ უნდა ეძებო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ბედნიერი ვარ, უთუოდ რაღაცას ვღიღინებ ჩემთვის, ისე როგორც ყველა ბედნიერი ადამიანი”.
* * *
„ჩვენ, რაღაც უნიათოდ, უღიმღამოდ, უფერულად ვცხოვრობთ, სულ უკმაყოფილო ვართ საკუთარი ბედით, გვტანჯავს ცხოვრება! ასეცაა”.
* * *
„მერწმუნეთ,ზოგჯერ მზად ვარ დავიჯერო, რომ მთელი ეს ცხოვრება გრძნობების მოჭარბებაა, მირაჟი, ცრუ წარმოდგენა კი არა, მართლაცდა ნამდვილი, არსებული, ჭეშმარიტი ცხოვრებაა!”
* * *
„ყოველთვის თავს ვიქებთ ხოლმე, როცა საკუთარი სულის შეფასებას ვიწყებთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან ისეთი სევდა მომეძალება, ისეთი სევდა…”
* * *
„ქალებს სრულიად გადავეჩვიე; უფრო სწორად, არასდროს არ მივჩვევივარ”.
* * *
„კარგად ვიცი ხალხის ასავალ-დასავალი!”
* * *
„ჩემს თავზე მე ვაგებ პასუხს!”
* * *
„რა ჩქარა მიფრინავს წლები! რა უყავი შენს წლებს? სად დაასამარე შენი საუკეთესო ხანა? ცხოვრობდი თუ არა შენ? შეხედე, – ეუბნები საკუთარ თავს, შეხედე, რა აუტანელი ხდება ქვეყნად ყოფნა. კვლავ ჩაივლის წლები, მათ მოჰყვება პირქუში მარტოობა, მოგკაკვავს უამური სიბერე, შემდეგ კი დარდი და ნაღველიც გაჩნდება. ფერი ეცვლება შენს ფანტასტიკურ სამყაროს; დაჭკნებიან, გაქრებიან შენი ოცნებები და ხიდან ჩამოცვენილი ყვითელი ფოთლებივით განიბნევიან…” – (ავტორი გენია.ჯი)