მერილინ მენსონი – „ეპიზოდი”

კოლექციონერობას დედამიწაზე უძველესი ეპოქებიდან მიჰყო ადამიანმა ხელი. ისტორიის სხვადასხვა ეპოქებში ვინ რას აგროვებდა და ვინ რას… ზოგი ფულის ნიშნებს აგროვებდა, ზოგი ქოლგებს, ზოგი სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ზოგი პეპლებს, ზოგი ასანთის კოლოფებს, ზოგიც კი იქამდე მივიდა, რომ ყველა იმ ქალის გენეტალიებიდან აღებული თმის ღერის შეგროვება დაიწყო, ვისთან ერთადაც ოდესმე ღამე „უთევია” (ამის სამაგალითოდ ჯორჯ ბაირონის ხსენებაც საკმარისია). (ავტორი გენია.ჯი)  კოლექციონერობას სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა – მერილინ მენსონმა თავისი ცხოვრების ადრეული წლებიდანვე მიჰყო ხელი. მენსონი რომ მეტად უცნაური პერსონაა, მისივე უცნაური კოლექციიდანაც კარგად დასტურდება. ეს ეპატაჟი მუსიკოსი უკვე ათწლეულებია აგროვებს სხვადასხვა – სამედიცინო პროთეზებს. ყველაზე მეტად მის მოწონებასა და ყურადღებას მაინც კბილების პროთეზები იმსახურებს. შედეგად მის კოლექციაში ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ისინია წარმოდგენლი. თავად მენსონის ცნობით, ამ დროისათვის მის კოლექციაში 200 კბილის პროთეზია დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>