იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”

გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები) იის სურნელს აღმერთებდა. მისთვის ეს პატარა ყვავილოვანი მცენარე იმდენად დიდ ფასეულობად იყო ქცეული, რომ ყოველთვის ცდილობდა მათ გამოყვანასა და გამრავლებას. (ავტორი გენია.ჯი) იების გამრავლების მეთოდი კი ამ ლეგენდად ქცეულ გერმანელს მართლაც რომ გასაოცარი გააჩნდა. როგორც ცნობილია, გოეთეს ძალიან უყვარდა გასეირნება მდინარე ილმის სანაპიროზე განთავსებული უმშვენიერესი გერმანული ქალაქის – ვაიმარის გარეუბნებში. იმ ვაიმარისა, სადაც ჰპოვა კიდეც მან თავისი აღსასრული. ყოველი ასეთი გასეირნების ჟამს, იოჰანს თან მიჰქონდა იათა უამრავი თესლი, და, სადაც კი შესაფერის ადგილს იპოვიდა, ყველგან საგულდაგულოდ თესდა მათ. რამდენიმე ხანში ვაიმარის გარეუბნები გოეთეს უშუალო ძალისხმევის შედეგად სურნელოვანი იების მთელი გუნდებით გადალურჯდა. ასე გრძელდება დღემდე… შედეგად, ვაიმარის გარეუბნებში გავრცელებულ იათა დასს ადგილობრივები – „გოეთეს ყვავილებად” მოიხსენიებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>