დუტუ მეგრელი – „მე პატარა ქართველი ვარ” (სრული ვერსია)

მე პატარა ქართველი ვარ,

კავკასიის მთების შვილი

და განცხრომით სხვაგან ყოფნას

მირჩევნია აქ სიკვდილი!

ქართლ, კახეთი, იმერეთი,

გურია და სამეგრელო,

რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და

 მესხეთი სასახელო;

ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი,

სვანეთი და აფხაზეთი;

ძველი ტაო, იმერხევი,

საინგილო და ლაზეთი;

მთიულეთი საარაკო და

 აჭარის ზღვა და მდელო;

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო,

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა,

ღვთის მშობლისა არის წილი,

ბევრ მწარე დღეს მოსწრებია

და უნახავს ბევრიც ტკბილი,

ხან თუ მტერი აოხრებდა,

იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;

ბრწყინვალე დროც დადგომია,

დრო დავითის და თამარის,

მე პატარა ქართველი ვარ,

სახელოვან ერის შვილი

და მსურს მერგოს სასახელო

მე სიცოცხლე და სიკვდილი!

კომენტარის დატოვება