ვუ ზეტიანი – „ეპიზოდი”

ჩინეთის იმპერიას 40 წლის განმავლობაში მართავდა ოდესღაც ნახარჭალი ქალი – ვუ ზეტიანი (624-705 წლები), რომელიც ფორმალურად ერთადერთი და პირველი ქალი გახლდათ ჩინეთის ოთხიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ვისაც პატივად ერგო მამაკაცი მბრძანებლების ტიტული – „იმპერატორი” მინიჭებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ჰარემში ნაცხოვრებმა მამაკაცთა გულთამპყრობელმა ზეტიანმა როგორც კი იგდო ძალაუფლება ხელში, უმალვე შეუცვალა საიმპერატორო სასახლის კარზე არსებულ ჰარემს თავდაპირველი დანიშნულება. ახლად გაიმპერატორებულმა ნახარჭალმა ამჯერად ჰარემში ქალების ნაცვლად, მამაკაცები დააბინავა, რომელთა მომსახურეობითაც ხშირად სარგებლობდა თავად. დროთა განმავლობაში „მამაკაცთა ჰარემი” უზარმაზარ „დაწესებულებად” ჩამოყალიბდა. მას ჩინეთის პირველი იმპერატორი ქალი 60 წლის ასაკშიც კი ხშირად სტუმრობდა. როგორც ჩანს, ამ აღვირახსნილ ქალს თავისი სასახლის კარზე არსებული უზარმაზარი ჰარემიც კი სათანადოდ ვერ „უკმაყოფილებდა” ჟინს. აბა რას უნდა მიეწეროს ის, რომ ვუ ზეტიანი სხვადასხვა ქვეყნების ელჩებსაც კი აიძულებდა მასთან ინტიმურ კავშირში შესულიყვნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>