ჟან-პოლ ბელმონდო – „ეპიზოდი”

„ქალების გარეშე არავინ არა ვარო!” – გულწრფელად აღიარა თეატრისა და კინოს ახლადგარდაცვლილმა ფრანგმა ვარსკვლავმა – ჟან-პოლ ბელმონდომ ერთ-ერთ ინტერვიუში. განუმეორებელი ღიმილის მქონე მსახიობი ქალთა ნამდვილ გულთამპყრობელს წარმოადგენდა იმთავითვე. იგი მათ მიმართ თავადაც არასოდეს ყოფილა გულგრილი და უამრავი მშვენიერი გარეგნობის საყვარელიც გააჩნდა თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა „სუსტი სქესის” წარმომადგენლებისა, მის განსაკუთრებულ სიყვარულს ადამიანის „ოთხფეხა მეგობრები” – ძაღლებიც იმსახურებდნენ. ამიტომაც იყო, 1981 წელს ბელმონდოს თავისმა მორიგმა საყვარელმა ქალმა განშორების წინ იორკშირული ტერიერის ლეკვი რომ აჩუქა შემდეგი სიტყვების თანხლებით – „ეგებ ამ ძუკნამ მაინც მოგიტანოს ბედნიერებაო”. საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ „მაიად” წოდებული ნაჩუქარი ლეკვის საშუალებით გაიცნო ჟან-პოლმა მისი მომავალი მეუღლე, ბალერინა – ნატალი ტარდიველი, რომელთანაც სრულ იდილიაში თანაიცხოვრა წლების განმავლობაში.

ასე რომ, ყოფილი „მეგობარი ქალის” მიერ ნაჩუქარმა ძაღლმა მართლაც რომ მოუტანა დიდ მსახიობს ბედნიერება. ბედნიერება, რომელსაც ასე გამალებით ეძიებდა იგი ყოველ ქალში. – (ავტორი გენია.ჯი)

ჟან-პოლ ბელმონდო და ნატალი ტარდიველი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>