„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ყოველგვარი საუბარი, კამათი, პოლემიკა იმავე წუთს კარგავს აზრს, რა წუთსაც მოკამათენი გადიან საკამათო სფეროდან და ერთმანეთის პიროვნულ წყენინებას ერთგვარი არგუმენტაციის დატვირთვას აძლევენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართულს ყველაფერს სხვა გემო აქვს”.
* * *
„ფასი დაკარგა, ფასი, ადამიანმა, და რადგან ერთმანეთის თვალში ფასი აქვთ დაკარგული, ყოველი მათგანი ცდილობს საკუთარ თავს თვითონ დაადოს ფასი, რის გამოც თითოეულ მათგანს გულისამრევი ეგოიზმი იპყრობს”.
* * *
„ცხოვრებით დაღლილობა და მარტოსულობა წარმოშობს ორიგინალურს, თამამსა და მშვენიერ აზრებს, მაგრამ იგივე აძლევს დასაბამს შეუსაბამოს, უკუღმართსა და დაუშვებელ განსჯასაც”.
* * *
„დღეს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ვინ ზნეობრივი და ვინ უზნეო, ვინც საინფორმაციო ომში იმარჯვებს, ისაა მართალიც, კეთილიც და ზნეობრივიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავარია, რომ ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული შევინარჩუნოთ”.
* * *
„კაცმა თუ დარდი გულში ჩაიხვია, მოკვდება”.
* * *
„ყოველი ადამიანი თავისთვის ყველაფერს ნიშნავს, სხვისთვის კი თითქმის არაფერს”.
* * *
„ნამდვილ უდაბნოზე გაცილებით უარესია უდაბნოდ ქცეული გული და სული და გონება ადამიანთა”.
* * *
„ვისაც თავი უმუშავებს, ის მშიერი არასოდეს დარჩება”. – (ავტორი გენია.ჯი)