ლევან გოთუა წერდა…

„მე თუ ერთი მიყვარს ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მეორე უნდა მძულდეს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მეტად მიყვარს ფიქრიანი სიარული, ეს გრძელსა და ღრმა ფიქრსაც ნიშნავს”.

* * *

„ნუთუ ცხოვრებაში უნიჭო და უჭოჭმანო სიკეთე ფეხს არ იკიდებს?!”

* * *

„ასეა ცხოვრება მოწყობილი – ზოგი ჭრის, ზოგი იცავს, ზოგი კი ახალს ნერგავს!”

* * *

„დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა უკვე დიდი სიყვარულია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სადაც მართალი სიტყვა არა ჭრის, იქ სამართლიან ტყვიას გავაჭრევინებ!”

* * *

„ჩანს, ყოველ ფიქრს გააჩნია თავისი ორმაგი სარკე, ერთი ზუსტი, მკაფიო, მარტივი… მეორე კი რთულშემოქმედური, უფრო ღრმა – ათას სხვა მსგავსებაში შინაგანად ჩახლართული”.

* * *

„ზოგი აშენებაზეა, ზოგიც გადაშენებაზე!”

* * *

„სათნოების თვალსაზრისით განა ადამიანის თითო ცრემლი თითო არაგვად არა ღირს?”

* * *

„ზომიერებასთან ერთად, დიდი სიბრძნე ყოფილა წონასწორობა!”

* * *

„მე – გულსავსობა მწამს!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება