ანტონიო სალიერი – „ეპიზოდი”

თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული იტალიელი კომპოზიტორი – ანტონიო სალიერი (1750-1825 წლები), ვის სახელთანაც უმართებულოდაა დღემდე დაკავშირებული მოცარტის მოწამვლა (მკვლელობა), ხელს ყოველთვის ასე აწერდა: Antonio Salieri. veneziano. ამით იგი თავის ვენეციელობას უფრო უსვამდა ხაზს, ვიდრე თავის იტალიელობას. (ავტორი გენია.ჯი) ბავშვობიდან მოხუცებულობამდე ტკბილეულის განსაკუთრებულად მოყვარული მუსიკოსი კეთილშობილი თვისებებით შემკული პერსონა რომ გახლდათ ის გარემოებებიც მოწმობს, რომ ფრანც შუბერტი მას „მშობელ მამად” მოიხსენიებდა, ბეთჰოვენი ეთაყვანებოდა, გოეთე კი აღმერთებდა. გარდა ამისა, სალიერი გულწრფელად უყვარდა თვით საღვთო რომის იმპერატორს – იოზეფ II ჰაბსბურგსაც.

ცნობილი ფაქტია, რომ ავსტრიის სამეფო კაპელმეისტერი არასოდეს იღებდა ფულს იმ მოწაფეებისგან, რომლებიც შეძლებული ოჯახის შვილები არ იყვნენ. შედეგად, მისგან უფასო გაკვეთილებს სხვადასხვა პერიოდებში იღებდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც გახლდნენ – ფერენც ლისტი, მოცარტის უმცროსი ვაჟიშვილი – ფრანც ქსავერი, სკოლის ღარიბი პედაგოგის ვაჟი – ფრანც შუბერტი და სხვანი და სხვანი. ანტონიოს მოწაფეებს შორის ასევე იმყოფებოდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიც, თუმცა მისგან, როგორც შეძლებული ოჯახის შვილისგან, იგი გასამრჯელოს იღებდა.

ანტონიო მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას. ამიტომაც მართავდა ხშირად იგი საქველმოქმედო კონცერტებს. კონცერტებიდან შემოსულ თანხებს კი სალიერი ვენაში მობინადრე ქვრივ-ობლებს ურიგებდა. უპირატესად, მუსიკოსთა ქვრივ-ობლებს.

მოცარტის მკვლელობაში დადანაშაულებამ მის ფსიქიკაზე განუზომლად უარყოფითი გავლენა იქონია. მან სუიციდის ჩადენაც სცადა (ყელი გამოიჭრა), რის გამოც სალიერი ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. სამწუხაროდ, იქვე ჰპოვა ველური ბუნების მოყვარულმა ხელოვანმა თავისი აღსასრული 1825 წლის 7 მაისს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>