ჟორჟ სანდი – „ეპიზოდი”
თავისი დროის „მეამბოხედ” წოდებული ცნობილი ფრანგი მწერალი ქალი – ანადინ ორორ ლიუსილ დიუპენი, ლიტერატურული ფსევდონიმით – ჟორჟ სანდი (1804-1876 წლები), ვინაც იმ უკიდურესად თავისუფალი ნებით გამორჩეულ პერსონას წარმოადგენდა, რომელიც არასოდეს აღიარებდა დადგენილ საზოგადოებრივ ნორმებს, პირველად არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა ახლადგაცნობილ ადამიანებში. (ავტორი გენია.ჯი) მის უცნაურ და მიუღებელ (მამაკაცურად) ჩაცმის სტილს თან ერთვოდა სანდის ისეთი ზედმეტად თამამი გამოხდომები, რომლებსაც ხშირად ახლადგაცნობილი ადამიანები – სითავხედეში უთვლიდნენ. ასე იყო გენიალური პოლონელი კომპოზიტორის – ფრედერიკ შოპენის შემთხვევაშიც. იმ შოპენისა, რომელიც მოგვიანებით ჟორჟის დიდ თაყვანისმცემლად იქცა. ფრედერიკი სანდის ექსტრავაგანტულმა ჩაცმულობამ და ფრივოლურმა მანერებმა გაცნობისთანავე შოკში ჩააგდო. იგი გაოგნებული შეჰყურებდა მამაკაცის სამოსით მოსილ ქალს, ვინაც ყოველგვარი მორიდების გარეშე ეწეოდა სიგარას დამსწრე საზოგადოების თვალწინ. „ვინ არის ეს ამაზრზენი ქალი? და საერთოდ, არის კი ის – ქალი?” – უკითხავს მაშინ გაოცებულ შოპენს მასპინძლისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრედერიკ შოპენი